workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაკაზეტი: “ბარსელონასა” და “რეალს” უარს არ ეუბნებიან”

ლაკაზეტი: “ბარსელონასა” და “რეალს” უარს არ ეუბნებიან”

ფრანგული “ლიონის” ლიდერი ალექსანდ ლაკაზეტი აცხადებს, რომ “ბარსელონაში” ან “რეალში” გადასვლის შანს ხელიდან არ გაუშვებდა, მაგრამ ამ ეტაპზე ის წასვლაზე არ ფიქრობს.

“ბარსელონა” და “რეალი” ის გუნდები არიან, რომლებსაც უარს არ ეუბნებიან. თუმცა, ამ ეტაპზე, დარჩენისა და წასვლის შანსები 50-50-ზე არ არის. შანსები ნულის ტოლია, რადგან ამ საკითხზე უბრალოდ არ ვფიქრობ. ვაპირებ, ნაკრებში თამაშით სიამოვნება მივიღო და ამ საკითხზე მოგვიანებით დავფიქრდები.”

ალექსანდ ლაკაზეტი 24 წლისაა. მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. “ლიონის” თვდამსხმელი, 31 თამაშში გატანილი 27 გოლით, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward