კატალონილები იხედებიან მომავლისკენ, რადგან მათ შესაძლოა ახალი კიპერი დაჭირდეთ.
როგორც იტალიური პრესაში იუწყებიან კატალონიის “ბარსელონა” აკვირდება “ფიორენტინას” მეკარე სებასტიან ფრეის ვალდესის შემცვლელად.
ეს ნიუსი გაჩნდა იმავე დღეს, როდესაც გაირკვა, რომ ვიქტორ ვალდესსა და “ბარსელონას” შორის მოლაპარაკება არ შედგა ახალი კონტრაქტის გაფორმების მხრივ.
თუ ვალდესი დატოვებს კატალონიას “ბარსელონას”, ხელმძღვანელობას მისი ჩანაცვლება დაჭირდება და როგორც Sky Italia აცხადებს ისინი აქტიურად აკვირდებიან სებასტიან ფრეის.
აშკარაა, რომ კატალონიელები არ გეგმავენ დიდი ფულის გადახდას მეკარეში და ისინი აპირებენ გარიგებაში “ბარსელონას” მექსიკელი მცველი რაფა მარკესი ჩართონ, რომლითაც თვითონ “ფიორენტინაც” სერიოზულადაა დაინტერესბული.
რაც შეეხება ფრანგის ფასს. მისი “ბარსელონაში” გადაბარგება 15-20 მილიონ ევროდაა შესაძლებელი. არის კიდევ ერთი ფაქტი. ფრეის მის ახლანდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 4 წელი აკავშირებს 2013 წლამდე.
წყარო www.goal.com
ზდზდზდ