მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა, მანოლო სანჩისმა ესპანურ პრესასთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა. სანჩისმა ღიად განაცხადა, რომ მადრიდელებს საკუთარი სათამაშო სტილი არ გააჩნიათ, “ბარსელონასგან” განსხვავებით.
“ერთი გუნდი არ არის ვალდებული თამაშის ფილოსოფიით მეორეს ჰგავდეს. მას მხოლოდ საკუთარი თამაშით უნდა იცნობდნენ, ეს სწორედ ის არის, რაც მადრიდის “რეალს” აკლია. გუნდს არ გააჩნია საკუთარი თამაშის სტილი, რომლითაც ის ცნობილი იქნებოდა, რაც შეეხება “ბარსელონას” ამ გუნდზე ამას ვერ ვიტყვით, კატალონიელებს თავიანთი ფილოსოფია აქვთ.” – განაცხადა, სანჩისმა.

