ცნობილი გახდა იმ მსაჯის ვინაობა, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრას, “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის მატჩს მოემსახურება. UEFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, “ალიანც არენაზე” გასამართ გასამართ თამაშში ინგლისელი მარკ კლატენბურგი იმსაჯებს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კლატენბურგმა 6 მატჩში იმსაჯა, რომლებშიც 33 ყვითელი ბარათი გამოიყენა და 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
“ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 12 მაისს.