“მანჩესტერის” სამიზნე “ბარსელონას” კიპერი ვიქტორ ვალდესია

“მანჩესტერის” სამიზნე “ბარსელონას” კიპერი ვიქტორ ვალდესია

The News of the World -ზე დაყრდნობით “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის მომავალი სამიზნე კატალონიის “ბარსელონას” პირველი მეკარე, ვიქტორ ვალდესია.

“წითელი ეშმაკების” ბოსი მომავლისკენ იხედება და სურს ვალდესის გადაბირება ედვინ ვან დერ საარის შემცვლელად, რომელიც გარკვეუილი პერიოდის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდის ფეხბურთელთა შორის.

27 წლის კიპერი კატალონიის “ბარსელონას” ნომერ პირველი მეკარეა ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში და მისი კარიერა მთლიანად “ბარსელონას” უკავშირდება.

თუ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა მოისურვებს წაიყვანოს ვალდესი ოლდ ტრაფოლდზე, ეს იქნება ესპანელისთვის დიდი შემოთავაზება.

კატალონიაში დაბადებულ მეკარეს უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი პრიმერა დივიზიონის ჩემპიონებმა, მაგრამ ვალდესმა ეს გარიგება უარით გაისტუმრა. ესპანელს სურდა ისეთივე ადგილი ჰქონოდა კლუბში, როგორც მის თანაგუნდელ სხვა ვარსკვლავებს. გუნდის ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნები არ შეასრულა და შესაძლებელია ვალდესმა დატოვოს კატალონია.

წყარო www.goal.com

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია