“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი და ნახევარმცველი ტიაგო მოტა, ტრავმების გამო, “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებენ.
“ვადასტურებ, რომ ლუისი 4 კვირას გამოტოვებს, მოტა კი – 10 დღეს. ლუკას მოურა დაბრუნებასთან ახლოსაა, მაგრამ დაველოდებით ვარჯიშებს, შემდეგ კი უკვე გავიგებთ, მზადაა სათამაშოდ თუ არა”, – აცხადებს ბლანი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და “ბარსელონას” შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 15 აპრილს, პარიზში, “პარკ დე პრენსზე”.