ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბარსელონას” მეტოქეს, “პარი სენ ჟერმენს”, კატალონიელებთან შეხვედრის დროს, შესაძლოა, საკადრო პრობლემენი კიდევ უფრო გაეზარდოს.
გუშინ, პსჟ-მ “მარსელი” მნიშვნელოვან მატჩში დაამარცხა, მაგრამ ლორან ბლანის გუნდში ტრავმა ორმა ფეხბურთელმა მიიღო. დავიდ ლუისმა მოედანი პირველ ტაიმში დატოვა. Sport-ის ცნობით, არაა გამორიცხული, ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა “ბარსელონასთან” გასამართი პირველი, ან სულაც ორივე თამაში გამოტოვოს.
“მარსელთან” გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედანი კოჭლობით დატოვა ტიაგუ მოტამაც. შესაძლოა, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერც მან ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში გასამართ პირველ მატჩში პსჟ-ს დისკვალიფიცირებული მარკო ვერატი და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც არ ეყოლება.