ბარსელონა ფატის გაშვებას ჩქარობს | ანსუს რამდენიმე მსურველი ჰყავს

ბარსელონა ფატის გაშვებას ჩქარობს | ანსუს რამდენიმე მსურველი ჰყავს

“ბარსელონას” სურს, რომ გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ “ბლაუგრანა” რაც შეიძლება მალე დატოვოს, იუწყება Sport.

წყაროს ცნობებით, “ბარსა” ფატისთან განშორებას ჩქარობს. ამის მიზეზი ისაა, რომ კლუბს სურს, სახელფასო ჭერი გამოათავისუფლოს, 21 წლის შემტევი კი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ფატის დამატების სურვილს “სევილია”, “ბენფიკა”, “მარსელი” და “ვულვერჰემპტონი” გამოთქვამენ. “ბარსელონას” სურს, ანსუ იჯარით გაუშვას და მისი ამჟამინდელი ხელფასის უმეტესი ნაწილი დაზოგოს.

წყარო იტყობინება, რომ ანსუთი ყველაზე მეტად დაინტერესებულია “სევილია”. ანდალუსიურის გუნდის ახლანდელი მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტაა, რომელიც “ბარსა ატლეტიკში” მუშაობდა და ფატის ძალიან კარგად იცნობს, თუმცა, “ბარსას” “სევილიას” ფინანსური შემოთავაზება არ ხიბლავს.

ფატის მშობლიურ კლუბში დარჩენა უნდოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დამატების შემდეგ ესპანელმა შემტევმა საკმარისი სათამაშო დრო მიიღოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • jack slater
    16 აგვ 2024, 09:55

    ზოოპარკში მაინც ჩააბარონ ეს ბალასტი….

  • Rick Sanchez
    16 აგვ 2024, 00:25

    თუ უშვებენ იმედია გაიყიდება, ამა იჯარით სულ შეგვეტენება.

  • nika 54
    15 აგვ 2024, 20:02

    ანუ იცილებენ და ხელფასის ნაწილი უნდა ვიხადოთ ხომ? ეგ რო ატლეტიკოსთვის შეგვეთავაზებინა ფელიშის მოყვანის დროს ალბათ გაგიჟდებოდა. ჩვენ ყველაფრის ღირსები ვართ ეტყობა.

  • Levani
    15 აგვ 2024, 12:25

    Ტრავმებს რო არიღებდეს კიდე შეიძლებოდა შანსის მიცემა ნიკოც ვერ მოჰყავთ და მარცხენა ვინგერის პრობლემაა გუნდში მაგრამ გამუდმებული ტრავმების და მაღალი ხელფასის ფონზე ჯობია გაუშვან სანამ კიდე ფასი აქვს

  • M10 S9 D11
    15 აგვ 2024, 04:01

    სასწრაფო წესით გასაშვებია

  • PUIOL5
    14 აგვ 2024, 23:32

    გაყიდონ ეს ღლე საერთოდ, რამდენი არაფრის მაქნისი გვყავს გუნდში

  • Chakve10
    14 აგვ 2024, 19:13

    ფატი კი არა, რაფინია, ლევანა, გაუშვან დროზე. არავინ არ დამიწეროს კლასიაო ლევენაო. ხელფასის გამო გადმოვიდა აქ ტიპი. ფატი, პაი, იამალი, როკე. ახალგაზრდებს დავეყედნოთ ისევ ჯობია ვიდრე რომეუ ლევანდოვსეკბს.
    ახალგაზრდებს მაინც შევაჩვევთ ერთმანეთს.

    პლუს გავი,ფერმინი, კუბრასი, ბალდე, ნორმალურზე კარგი შწმადგენლობაა მინიმუმ მეორე ადგილზე ან კოპაზე რო გაიწიო დღევანდელი ფინანსური თუ მორალური მდგომარეობით.
    ნიკომ თუ გადაგვაგდო აღარაა მაგ ბიჭზე გაბრძოლება და ინტერესი აუცილებელი. ფაქტიურად დაგვადო სამწუხაროდ.

  • Barca for life
    14 აგვ 2024, 18:36

    იმედია მინიმუმ 25ად მაინც გაყიდიან და გამოსყიდვის უფლებასაც დაიტოვებენ..
    მარა რაღაც მეეჭვება დეკუს ხელში ეს ამბები გამოვიდეს.

    მოკლედ ყველა კომენტარის ქვევით:
    დეკუს დდშვც-ით