5 საინტერსეო ფაქტი “სელტას” შიდა სამზარეულოდან

5 საინტერსეო ფაქტი “სელტას” შიდა სამზარეულოდან

დღეს, დაახლოებით ერთ საათში, “ბარსელონა” კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის ყოფილ გუნდს, “სელტას” ეწვევა. გთავაზობთ 5 ფაქტს ვიგოელთა შიდა სამზარეულოდან, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.

წეს-ჩვეულებების შეცვლა

ლუის ენრიკეს შემცვლელმა, ედუარდო ბერიცომ კლუბში ახალი რეჟიმი დააწესა. უგო მალიოს თქმით, გუნდი დაახლოებით 5-10 პროცენტით უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გასულ წელს. გარდა ამისა, ფეხბურთელების კვების რაციონიც შეიცვალა და ისინი უფრო მეტ კალორიას ღებულობენ.

ორელიანა და გუსტავო – გასახდელის დიჯეები

“სელტას” თამაშების წინ მუსიკას ორელიანა და გუსტავო არჩევენ. მათი არჩევანი, ძირთადად, ლათინოამერიკულ მუსიკაზე ჩერდება. ნოლიტოს მათი გემოვნება არ მოსწონს და ის, როგორც წესი, თავის ფავორიტ ფლამენკოს ყურსასმენებში უსმენს.

ფონტასი და ნოლიტო

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთლები, ანდრეუ ფონტასი და ნოლიტო ყოველთვის ერთად არიან. ეს ეხება როგორც სასტუმროს, ასევე ნებისმიერ მოგზაურეობას. ორივე მათგანი “კამპ ნოუზე” ცოტა ხნის წინ გამართულ “ელ კლასიკოს” დაესწრო. მათ “ბარსას” პირველი გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად ისადილეს კიდეც.

ნოლიტოს რიტუალი

ის თამაშის დაწყებამდე 3-ჯერ, ხოლო შესვენების დროს ერთხელ ლოცულობს

მეტსახელები

“სელტას” არაერთო მეტსახელი აქვს, მათ შორის რამდენიმე არცთუ სასიამოვნო. მაგალითად: “ნაძირლები”, ან “ვირთხები”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი