კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” იტალიის სერია A-ში მოთამაშე ექვს ფეხბურთელს აკვირდება. კლუბის სპორტულ დირექტორად იტალიელი არიედო ბრაიდას დანიშვნის შემდეგ, ეს გასკვირი არცაა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” რადარზე პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), ფელიპე ანდერსონი (“ლაციო”), მატეო კოვაჩიჩი (“ინტერი”), პაულო დიბალა (“პალერმო”), მატეო დარმიანი (“ტორინო”) და მირალემ პიანიჩი (“რომა”) მოხვდნენ.