workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება 6 ფეხბურთელთან დაკავშირებით უნდა მიიღოს

ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება 6 ფეხბურთელთან დაკავშირებით უნდა მიიღოს

“ბარსელონამ” მომავალ სატრანსფერო სამიზნეებზე ფიქრი უკვე დაიწყო. თუმცა, სანამ გაირკვეოდეს, ვინ უნდა მივიდეს კატალონიურ გუნდში, მანამდე “ბარსას” ამჟამინდელი შემადგენლობის რამდენიმე წევრის ბედია გადასაწყვეტი.

ანდონი სუბისარეტას დათხოვნის შემდეგ, გუნდის სპორტულ დირექტორად არიედო ბრაიდა დაინიშნა. სატრანსფერო საკითხებს სწორედ იტალიელი ფუნქციონერი წყვეტს, მაგრამ ლუის ენრიკეს სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება დანი ალვესთან, ჩავისთან, პედროსთნ, მონტოიასთან, სერხი რობერტოსთან და დუგლასთან დაკავშირებთ უნდა მიიღოს.

1. დანი ალვესი. სიტუაცია ყველაზე ნათელი ბრაზილიელ მარჯვენა მცველთან დაკავშირებითაა. ლუის ენრიკე მას კვლავ ენდობა. მწვრთნელს ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. თუმცა, ალვესის სამსახურით დაინტერესებულნი სხვა კლუბებიც არიან.

2. ჩავი. ჩავის სიტუაცია უცვლელია. მას კატარიდან და აშშ-დან მომხიბვლელი წინადადებები აქვს. ცნობილია, რომ თავად ჩავი გადაწყვეტილებას სეზინოს დასრულებამდე არ მიიღებს.

3. პედრო. პედროს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ლუის სუარესის გუნდში მისვლის შემდეგ მას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირდა, მაგრამ მწვრთნელს ფეხბურთელის შენარჩუნება მაინც სურს. პედროსა და “ბარსელონას” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 18 თვის შემდეგ ეწურება და უახლოესი ზაფხული ფეხბურთელის კარგ ფასად გასაყიდად უკანასკნელი შანსია. პედროს დარჩენა უნდა, მაგრამ სათამაშო დროის სიმცირე და ესპანეთის ნაკრებს მიღმა დარჩენის შიში მას წასვლისკენ უბიძგებს.

4. მონტოია. ლუის ენრიკეს გუნდში მისვლის შემდეგ მას თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ეძლევა. ივარაუდება, რომ ფეხბურთელი კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს. იანვარში ის სწორედ ამაზე ლაპარაკობდა. თუმცა, თუ ალვესმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, დიდი ალბათობით, კლუბი მონტოიას არ გაუშვებს.

5. სერხი რობერტო. ეს ფეხბურთელი მონტოიას მსგავს სიტუაციაშია. მას მოედანზე გასვლა იშვიათად უწევს. რობერტოს წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს, მაგრამ ივარაუდება, რომ ის გუნდს ზაფხულში დატოვებს. შესაძლოა, “ბარსამ” ნახევარმცველი გაანათხოვროს.

6. დუგლასი. ნათელია, რომ “ბარსელონამ” ეს ფეხბურთელი იმ შემთხვევისთვის შეიძინა, თუ FIFA კატალონიელებს სატრანსფერო ბანს არ მოუხსნიდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ადაპტაცია ცუდად მიმდინარებს და ივარაუდება, რომ ლუის ენრიკე მის სხვა გუნდში განათხოვრებას გადაწყვეტს, რათა დუგლასს მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward