მადრიდის “რეალის” ლეგენდა მანოლო სანჩისი მიიჩნევს, რომ დედაქალაქური გუნდი, კვირას გამართულ “ელ კლასიკოში” წაგებას არ იმსახურებდა.
“მატჩის დასაწყისი, “რეალის” გულშემატკივრებისთვის, საკმაოდ იმედისმომცემი იყო. საერთო ჯამში, შეხვედრა საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმის 30-40 წუთის განმავლობაში “რეალი” ძალიან მომწონდა.
თამაშის შედეგი უსამართლოა, რადგან “რეალს” წინ გასვლა პირველ ტაიმში შეეძლო.
რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, იკერ კასილიასს მეტის გაკეთება არ შეეძლო.”

