workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე ბრაიდას დღეს შეხვდება

ლუის ენრიკე ბრაიდას დღეს შეხვდება

დღეს, 24 მარტს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და ერთ-ერთი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონიური Sport-ის ცნობით, შეხვედრის მიზანი ტრანსფერებისა და გუნდის ფორმირების საკითხის განხილვა იქნება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენრიკე და ბრაიდა დანი ალვესის შესახებაც ისაუბრებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელთან მოქმედი კონტრაქტი, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, უნდა გახანგრძლივდეს. გუნდის მთავარ მწვრთნელს სურს, რომ ალვესი “ბარსაში” კიდევ 2 წლით დარჩეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩავი ერნანდესისა და პედრო როდრიგესის მომავლის საკითხსაც განიხილავენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward