წარმოგიდგენთ გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს
- გუშინდელ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით “ბარსელონას” მცველებს. პიკემ, მატიემ და ჟორდი ალბამ ათ-ათჯერ აართვეს მეტოქეს ბურთი. მეოთხე მცველმა დანი ალვესმა კი ეს ცხრაჯერ შეძლო.
- კატალონიელთა მცველებმა თამაშის წესები ჯამში ოთხჯერ დაარღვიეს, აქედან პიკე და ალბა არც ერთხელ დაჯარიმებულან.
- ლუის სუარესმა ლიგაზე მერვე, ხოლო ჯამში მეთოთხმეტე გოლი გაიტანა, აქედან 10-ის გატანა მან ზამთრის შესვენების შემდეგ მოახერხა.
- მატიემ ლა ლიგაზე მისი პირველი გოლი გაიტანა, “ბლაუგრანას” მაისურით ფრანგს ჯამში ორი გოლი აქვს გატანილი (“ბარსელონა” 4-0 “ელჩე”, სამეფო თასი).
- კატალონიელებმა კასილასის კარში 16-ჯერ დაარტყეს, აქედან ზუსტი აღმოჩნდა 5 დარტყმა.
- აღნიშნულ შეხვედრაში მსაჯმა “ბარსელონას” მოთამაშეებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც მიმდინაე სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
- ხავიერ მასკერანოს მიერ შესრულებული 70 გადაცემიდან 67 ზუსტი აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ ფოტოს, სადაც ასახულია არგენტინელის მიერ შესრულებული გადაცემები.