მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტი ენრიკე სერესო აცხადებს, რომ ესპანეთში დასრულდა ის დრო, როდესაც ქვეყნის ჩემპიონი 100 ქულას აგროვებდა.
“ჩემპიონატები, რომლებშიც გამარჯვებულები 100 ქულას აგროვებდნენ, უკვე დასრულდა. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, გუნდი კარგ მდგომარეობაშია და შესანიშნავ სეზონს ატარებს,” – აცხადებს სერესო.
შეგახსენებთ, რომ 2012/13 სეზონში ესპანეთის ჩემპიონმა “ბარსელონამ” 100 ქულა დააგროვა. 2012 წელს კი, როდესაც ჩემპიონი “რეალი” გახდა, მანაც 100-ქულიან შედეგს მიაღწია.