workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კატალონიელებს საკმაოდ დატვირთული თვე ელით წინ

კატალონიელებს საკმაოდ დატვირთული თვე ელით წინ

ლუის ენრიკეს გუნდი ამჟამად სამი თასის მოპოვებისთვის იბრძვის და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათგან ორის ბედი მიმდინარე თვეს – მარტში გადაწყდება. 

5 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით “ბარსელონას” მოთამაშეები 5 შეხვედრას გამართავენ. ოთხშაბათს, 4 მარტს გუნდი “ვილიარეალს” ესტუმრება და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური შეხვედრის განმეორებით მატჩს გამართავს. შეგახსენეთ, რომ “კამპ ნოუზე” გამართული მატჩში ანგარიშით 3–1 დასრულდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 18 მარტს საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” “მანჩესტერ სითის” უმასპინძლებს. “ეტიჰადზე” გამართულ შეხვედრაში “ბლაუგრანას” მოთამაშეებმა ანგარიშით 1–2 სძლიეს მეტოქეს. 

“ბარსელონა” ამ თვეში ლა ლიგის შეხვედრებსაც გამართავს, მათგან პირველი 8 მარტს “რაიოს” წინააღმდეგ გაიმართება. 14 მარტს კი საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” “ეიბარი” უმასპინძლებს. 22 მარტს “კამპ ნოუზე” სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება, სადაც “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერ “რეალ მადრიდს” შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward