“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაინტერესებულია პოლ პოგბასა (ტურინის “იუვენტუსი”) და მარკო როისის (დორტმუნდის “ბორუსია”) მომსახურებით.
კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაესწრო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მატჩს, “იუვენტუსსა” და “ბორუსიას” შორის შეხვედრას. იტალიურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე გერმანელები 2-1 დაამარცხა. ამ თამაშში როისი გოლით გამოირჩა, პოგბამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელები, რომელთაც “ბარსელონა” შეიძენს, კატალონიურ კლუბში თამაშს, FIFA-ს სანქციების გამო, 2016 წლის იანვრამდე ვერ შეძლებენ. ამიტომ, ესპანურ გრანდს შეუძლია ისინი არენდით სხვა კლუბებში გაუშვას, თუმცა ერთი პირობით: ეს ფეხბურთელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშებში, რათა შემდეგ “ბარსას” ამ ტურნირზე მათი გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.