“ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის, ბოლო დროს, თერთმეტმეტრიანების შესრულება არ გამოსდის. არგენტინელმა ფეხბურთელმა პენალტი “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ შეხვედრაშიც ვერ გამოიყენა.
ინგლისში გამართული თამაშის მიწურულს, მესიმ გუნდს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოუტანა და ნიშნულთან თავად მივიდა, თუმცა არგენტინელს ჯო ჰარტმა აუღო.
სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ მესიმ, კლუბსა და ნაკრებში დარტყმული ბოლო 10 თერთმეტმეტრიანიდან 5 ვერ გამოიყენა. “ბარსელონაში” კი, ბოლო 7 პენალტიდან მან მხოლოდ 3 გაიტანა.