workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სტოკ სიტის” სანდროსა და ტრაორეს შეძენა უნდა

“სტოკ სიტის” სანდროსა და ტრაორეს შეძენა უნდა

“სტოკ სიტის” მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი დაინტერესებულია “ბარსელონა ბ”-ს ორი ფეხბურთელის, სანდრო რამირესისა და ადამა ტრაორეს მომსახურებით. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

“ჩვენთვის ეს ორი ვარიანტია,” – აცხადებს ჰიუზი.

თუმცა, სანდრომ განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი აქვს და მიმდინარე სეზონში კლუბის შეცვლას არ გეგმავს.

რამირესმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ადამას, მას “ბარსელონას” პირველ გუნდში სულ 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward