workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ ვის მისცა ხმა

ვინ ვის მისცა ხმა

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ, ხოლო სულ მესამედ დასახელდა, გამოქვეყნდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, თუ ვინ ვის მისცა ხმა. შემოგთავაზებთ ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე ჩანაწერს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ხმა ანდრეს ინიესტას, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მისცა. ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ არჩევანი კრიშტიანუ რონალდუზე, მანუელ ნოიერსა და არიენ რობენზე შეაჩერა. მედიის წარმომადგენლებმა კი კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და გარეთ ბეილი შეარჩიეს.

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ხმა თანაგუნდელებს, ანხელ დი მარიას, ანდრეს ინიესტასა და ხავიერ მასკერანოს მისცა. “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს რჩეულები ლიონელ მესი, ანხელ დი მარია და ხავიერ მასკერანო გახდნენ. არგენტინელმა ჟურნალისტებმა ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მანუელ ნოიერი აირჩიეს.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს ხმები ასე გადანაწილდა – სერხიო რამოსი, გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა. მისი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ხმა კრიშტიანუ რონალდუს, მანუელ ნოიერსა და არიენ რობენს მისცა. პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა არჩევანი კრიშტიანუ რონალდუზე, არიენ რობენსა და ანხელ დი მარიაზე შეაჩერეს.

ცნობილი საფეხბურთო ქვეყნების კაპიტნებიდან ლეო მესის პირველი ადგილი ნეიმარმა, კლაუდიო ბრავომ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიანიჭეს.

ბოლოს კი შეგიძლიათ ნახოთ ფაილი, რომელშიც ჩამოთვლილია, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward