workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპულმა” თვალი ტერ შტეგენს დაადგა

“ლივერპულმა” თვალი ტერ შტეგენს დაადგა

ინგლისური “ლივერპული” “ბარსელონას” გერმანელი კარის დარაჯით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენით ინტერესდება. ამ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

22 წლის მეკარის მომსახურებით დაინტერესებულია “წითლების” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი. მწვრთნელს გუნდის გაძლიერება ტერ შტეგენით სურს, რომელიც “ბარსას” შემადგენლობაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასის მატჩებში თამაშობს.

გერმანელმა გოლკიპერმა, მიმდინარე სეზონში, 8 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლი გაუშვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward