“ბარსელონას” კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, გასული წლის საუკეთესო მეკარეებში მე-5 ადგილზე გავიდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 2014 წლის საუკეთესო მეკარედ მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა, რომელმაც 216 ქულა მოაგროვა. მე-2 ადგილზე, 96 ქულით, ტიბო კურტუა მოდის. მას მოსდევენ კეილორ ნავასი (46), ჯანლუიჯი ბუფონი (26), კლაუდიო ბრავო (16), სერხიო რომერო (14), გილერმო ოჩოა (13), პეტერ ჩეხი (4), უგო ლორისი (2) და ვენსან ენიეამა (2).