workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი “ვალენსიასთან” არ ითამაშებს

ჩავი “ვალენსიასთან” არ ითამაშებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, ტრავმის გამო შაბათის მატჩს, “ვალენსიასთან” გამოტოვებს…

“Antena 3”-თან საუბარში, სამედიცინო სპეციალისტმა, დოქტორმა კუგატმა განაცხადა, რომ ესპანელი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა: “…ერთი მხრივ მას ტკივილები აღარ აწუხებს, მაგრამ მისთვის თამაში ჯერ ძალიან ადრეა.” ასე, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩავი “კოპენჰაგენთან” მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩავის ტკივილები ჯერ კიდევ სექტმებრის დასაწყისიდან აწუხებს, რის გამოც მან თამაშს ცოტა დასვენება ამჯობინა. კატალონიელმა ერთ–ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ იგი ტკივილების გამო თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ღებულობდა. ახლა კი ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ ჩავი მალე დაგვიბრუნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში