workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკა: “ავტირდი, როდესაც ფიგუ “ბარსადან” “რეალში” გადავიდა”

კუენკა: “ავტირდი, როდესაც ფიგუ “ბარსადან” “რეალში” გადავიდა”

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ისააკ კუენკას განცხადებით, მან ძალიან განიცადა ლუიშ ფიგუს გადასვლა კატალონიური კლუბიდან მადრიდის “რეალში”.

“ბავშოვობაში ჩემი კუმირი ლუიშ ფიგუ იყო. ავტირდი, როდესაც ის “ბარსელონადან” “რეალში” გადავიდა.” – აცხადებს კუენკა.

შეგახსენებთ, რომ ფიგუ “ბარსელონას” ღირსებას 1995-2000 წლებში იცავდა. როდესაც ფლორენტინიო პერესმა პირველად გამოაცხადა თავისი კანდიდატურა “რეალის” საპრეზიდენტო არჩევნებზე, მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ფიგუს შეიძენდა. პერესმა არჩევნები მოიგო და თავისი პირობა შეასრულა. შედეგად, პორტუგალიელი მადრიდის “რეალში” 2000-2005 წლებში თამაშობდა. მადრიდულ გუნდში გადასვლის შემდეგ, ის “ბარსას” გულშემატკივრებისთვის მოღალატეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward