workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნოლიტო შესანიშნავ ფორმაშია

ნოლიტო შესანიშნავ ფორმაშია

თუკი ვინმეს აქვს შეკითხვა, რატომ ათამაშა გვარდიოლამ ნოლიტო ”მალიორკასთან” მატჩში, პასუხი მარტივია. მან  ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა თამაშის ხარისხს.

სტაბილურობა
ერთ-ერთი წარმატების საიდუმლო, გარდა ფეხბურთელის მონდომების და ნიჭისა არის სათამაშო პრაქტიკის ქონა. ნოლიტო სულ ძირითად შემადგენლობაში გამოდის და ახერხებს თავისი შესაძლებლობების ჩვენებას. მწვრთნელების ნდობა მასზე დადებითად აისახა. მისმა პროგრესმა გვარდიოლას ყურადღების გარეშე არ ჩაიარა. პრიმერას ბოლო ტურში, ”მალიორკასთან” მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

მოკრძალებული
მიუხედავად კარგი თამაშისა ნოლიტო ძალიან მოკრძალებულია. ”ტენერიფესთან” მატჩის შემდეგ მან თქვა: ”მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. მე შევძელი საგოლე პასის გაკეთება და გავიტანე გოლი. მთავარი ჩემი კარგი თამაში არ არის. კარგია, რომ გუნდმა გაიმარჯვა, მოიპოვა სამი ქულა და დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ინდივიდუალური მოქმედებები მთავარი არ არის, მთავარია გუნდი. რაც შეეხება ჩემს გოლს, მე გამიმართლა. ისეთ პოზიციაზე ვიყავი, რომ გოლის გატანა ძალიან რთული იყო. ამას გარდა მარცხენა ფეხით დავარტყი. ვაღიარებ, რომ ძალიან გამიმართლა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward