ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა გასული სეზონის ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელზე, ლუის სუარესზე, რომელმაც “ბარსელონაში”, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
“ადვილი არ არის თავის გამოჩენა გუნდში, სადაც მთავარი ფიგურა ისეთი ფეხბურთელია, როგორიც მესია. “ბარსელონას” თამაში მესის გარშემო იგება. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ფეხბურთელები ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
ახლა, როდესაც “ბარსელონას” მატჩებს უყურებ, შეგიძლია ამის ნახვა: სუარესი “ლივერპულში” მთავარი ფიგურა იყო, ზოგჯერ კი ფიქრობ: “სად არის ის?”. დარწმუნებული ვარ, სუარესი თავის ადგილს იპოვის, თუმცა ეს რთულია.” – აცხადებს ვენგერი.