“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ როდესაც ლიონელ მესი 15 წლის იყო, ლონდონელები მის შეძენას ცდილობდნენ, მაგრამ ტრანსფერზე უარი არა “მეთოფეებმა”, არამედ თავად ფეხბურთელმა თქვა.
ცოტა ხნის წინ, გილერმო ბალაგემ თავის წიგნში დაწერა, რომ “არსენალი”, 2003 წელს, მესის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ ლონდონელებმა ტრანსფერზე უარი იმის გამო თქვეს, რომ მესის ოჯახმა ლონდონში ბინა მოითხოვა.
“უარი არავისთვის მითქვამს. გარიგება იმიტომ არ შედგა, რომ ჩვენთან გადმოსვლა თავად მესის არ უნდოდა.
ჩვენ მესის, ფაბრეგასისა და პიკეს დამატება გვინდოდა. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ სესკი შევიძინეთ. მესის შემთხვევაში, საქმე არა ბინას, არამედ თავად ფეხბურთელის სურვილს ეხებოდა. მას “ბარსელონაში” ყველაფერი აკმაყოფილებდა.”