კატალონიის “ბარსელონას” 34 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ორ ტალანტზე – რაჰიმ სტერლინგზე (“ლივერპული”) და როს ბარკლიზე (“ევერტონი”) ისაუბრა. იტყობინება, Sport.
“აქვს თუ არა სტერლინგს და ბარკლის საჭირო რესურსი იმისათვის, რომ მომავალში “ბარსელონაში” ითამაშონ? რატომაც არა. ორივეს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს, მათ ძალიან კარგი ტექნიკური მხარეც აქვთ. ესპანეთში ფეხბურთელში ყურადღებას სწორედ ტექნიკურ მხარეს აქცევენ, მაგრამ თამაშში სხვა მონაცემებიც აუცილებელია.” – განაცხადა, ჩავიმ.