workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანდრო როსელის 100 დღე

სანდრო როსელის 100 დღე

დღეს, 8 ოქტომბერს გავიდა 100 დღე სანდრო როსელის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში როსელმა და დირექტორთა საბჭომ დიდი სამუშაო შეასრულეს.

1 ივლისი

 – ”ლა მასიაში” გამართული საზეიმო ცერემონიის შემდეგ როსელი ოფიციალურად ჩაუდგა კლუბს სათავეში.

2 ივლისი

 – პირველი პრესკონფერენცია პრეზიდენტის სტატუსით. ჩატარდა ”ნოუ კამპის” პარიზულ დარბაზში.

 – ბარსელონას კონსულის და კატალონიის გენერალიტეტის მონახულება. ახალი პრეზიდენტი წარდგენილია ქალაქის და ავტონომიის მთავარ ინსტიტუტში.

 – ხოსეპ მარია ბარტომეო წარადგენს კლუბის განვითარების ახალ გეგმას.

3 ივლისი

 – პრეზიდენტის ვიზიტი ესტრემადურუში. ”ბარსას” დელეგაციამ სანდრო როსელის ხელმძღვანელობით მოინახულა ესტრემადურუს ხუნტის ხელმძღვანელი გილერმე ფერნანდეს ვარო.

10 ივლისი

 – ”ბარსა” მონაწილეობს საპროტესტო აქციაში. კლუბის წევრები ხორდი კარდონერი, ხორდი მოისი და პილარ გინოვარტი შენიშნეს აქციის მონაწილეებს შორის.

14 ივლისი

 – ერთი წლით გახანგრძლივდა ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტი.

 – კლუბმა აიღო 155 მილიონიანი სესხი. სესხი კლუბს ბანკებმა La Caixa-მ და  Banco Santander-მა მისცა.

19 ივლისი

– ადრიანო კორეიას პრეზენტაცია. უნივერსალი ბრაზილიელი როსელის პირველი და კლუბის მიმდინარე სეზონში მეორე შენძენი იყო დავიდ ვილიას შემდეგ.

22 ივლისი

 – შეთანხმებას მიაღწიეს Sharp Electronica España-ს კომპანიათან.

25 ივლისი

 – სამუშაოს უბრუნდება საბჭო. პარიზულ დარბაზში ტარდება პირველი სხდომა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ.

27 ივლისი

 – გამოქვეყნდა კლუბის ფინანსური მდგომარეობა. ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა საზოგადოებას წარუდგინა შედეგები, რომლის მიხედვით 2009-10 წელს კლუბმა 77.1 მილიონი ევრო დაკარგა.

28 ივლისი

 – ხოსეპ კარტადა წარადგინეს ”ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდის დირექტორად. წარდგენა დირექტორთა საბჭოს შემდეგ მოხდა.

30 ივლისი

 – ანდონი სუბისარეტა დაინიშნა კლუბის სპორტულ დირექტორად. ”ოცნების გუნდის” მეკარე უბრუნდება კლუბში მუშაობას.

31 ივლისი

 – დამშვიდობება რაფა მარკესთან. რაფა ატარებს ბოლო პრესკონფერენციას პარიზის დარბაზში. ეს ძალიან ემოციური შეხვედრა იყო.

5 აგვისტო

– ”ბარსას” აზიური ტურნე დაიწყო. გუნდი ატარებს 2 ამხანაგურ მატჩს.

21 აგვისტო

 – პირველი ტიტულის მოგება ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ. საპასუხო მატჩში ”ბარსელონა” ამარცხებს ”სევილიას” (4:0). თასი ერთი წლით რჩება ბარსელონაში.

25 აგვისტო

 – ჩატარდა ”ბარსელონას” გულშემატკივრების 31-ე კონგრესი.

 – გამპერის თასის მატჩი ”მილანთან”. თბილი დახვედრა რონალდიონიოს. ”ბარსა” იგებს ტიტულს პენალტების სერიაში.

 – შეკეთდა ”ნოუ კამპზე” ქალთა სექტორი, მათ შორის სააბაზანოები.

28 აგვისტო

– ”ბარსა ატლეტიკის” დებიუტი სეგუნდაში. სეზონს გუნდი მოგებით იწყებს. ვიგოში მატჩი ”სელტასთან” 1:2 დასრულდა.

30 აგვისტო

 – მასკერანოს პრეზენტაცია. არგენტინელი გახდა კლუბის მესამე და უკანსაკნელი შენაძენი ამ სატრანსფერო პერიოდში.

1 სექტემბერი

 – სანდრო როსელის ვიზიტი კლუბ  USAP Perpignan. კლუბები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეიძელბა 2011 წლის დასაწყისში ”ნოუ კამპზე” საფრანგეთის რაგბის ჩემპიონატის მატჩი ჩატარდეს.

6 სექტემბერი

 – ხოსეპ მარია პრატი დაინიშნა კლუბის კონსულტანტად კულტურულ საკითხებში. ეს ახალი თანამდებობაა კლუბში.

7 სექტემბერი

 – წარადგინეს კლუბის ეთიკის კოდექსი.

9 სექტემბერი

 – კლუბის მუზეუმმა მიიღო მე-20 მილიონი სტუმარი. ეს არის მონიკა რუიზი.

11 სექტემბერი

 – კლუბი ესწრება კატალონიის დღის ცერემონიას და ყვავილებით ამკობს რაფაელ დე კასანოვასის საფლავს.

 – ”ნოუ კამპზე” აღნიშნეს კატალონიის დღე. მინდორზე გაფენილი იყო კატალონიის უზარმაზარი დროშა.

15 სექტემბერი

 – სანდრო როსელი ხვდება პარლამენტის პრეზიდენტს ერნესტო ბენაკს. როსელს თან ახლდა კარლეს ვილარუბი.

22 სექტემბერი

 – გილერმო ამორი ხვდება როსელს. ისინი განიხილავენ ახალგაზრდული გუნდების განვითარების საკითხს.

24 სექტემბერი

 – ვეტერანი სოსიოები დააჯილდოვეს კლუბის ოქროს ემბლემებით. როსელმა ეს მედლები გადასცა სოსიოებს, რომლებიც 50 წელია კლუბში არიან.

25 სექტემბერი

 – ”რეგალ ბარსა” იგებს ესპანეთის სუპერთას. მათ დაამარცხეს ”რეალ მადრიდი” და ”ვალენსია”. 

30 სექტემბერი

 – მესის გადაეცა ”ოქროს ბუცი”. წინა სეზონში ლეომ პრიმერა 34 გოლი გაიტანა და გახდა ევროპული ქვეყნების საუკეთესო ბომბარდირი. ცერემონიაზე როსელი მესის დაჰპირდა: ”ჩვენ არასოდეს გაგიშვებთ. შენ ყოველთვის ჩვენთან იქნები”.

2 ოქტომბერი

 –  მუშაობას იწყებს გულშემატკივრების დახმარების ოფისი. ახალი ოფოსები ”ნოუ კამპზე” გაიხსნა. მათი მიზანია გულშემატკივრები ერთმანეთთან და კლუბთან დაახლოვონ.

 – ”მალიორკასთან” მატჩის წინ პატივი მიაგეს ერთ სეზონში 5 თასის მომგები ”ბარსელონას” გარდაცვლილ ვეტერანს, ედუარდო მანჩონს. სტადიონზე იყვნენ იმ გუნდის სხვა წევრები და მანჩონის მეუღლე. პუბლიკამ ისინი ოვაციით მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward