workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამპერმა, კოერედერამ და პუიოლმა კატალონიის ფეხბურთს ფედერაციის ჯილდოები მიიღეს

სამპერმა, კოერედერამ და პუიოლმა კატალონიის ფეხბურთს ფედერაციის ჯილდოები მიიღეს

“ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი სერხი სამპერი, ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრი მარტა კორედერა და სპორტული დირექტორის თანაშემწე კარლეს პუიოლი კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯილდოვა.

დღეს, კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ რიგით მე-3 გალა-დაჯილდოება ჩაატარა. “ბარსა ბ”-ს საყრდენი ნახევარმცველი სერხი სამპერი ყველაზე იმედისმომცემ კატალონიელ ფეხბურთელად დასახელდა. მან “ბარსელონადან” “სევილიაში” განათხოვრებულ ჟერარ დეულოფეუსა და “ესპანიოლის” მოთამაშე ჟოან ჟორდანს აჯობა.

“ბარსელონას” ქალთა საფეხბურთო გუნდის მოთამაშე მარტა კორედერა საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა. სამეულში შემავალი კიდევ 2 ფეხბურთელი, ალექსია პუტელიასი და ვიკი ლოზადა ასევე “ბარსელონაში” თამაშობენ.

სპეციალური პრიზი მიიღო “ბარსას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა, რომელსაც ხანგრძლივი და გამორჩეული კარიერა დაუფასდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward