გუშინ ღამით, ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გასული სეზონი შეაჯამა და პრიმერა და სეგუნდა დივიზიონებში ინდივიდუალური ჯილდოები ჩამოარიგა. “ბარსელონას” მხრიდან პრიზები ანდრეს ინიესტამ, რაფინიამ, დონგუმ და ივან რაკიტიჩმა მიიღეს. ინიესტა პრიმერას საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად დასახელდა, რაფინიას სეზონის აღმოჩენა ეწოდა, დონგუ სეგუნდა დივიზიონის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, ხოლო რაკიტიჩს ფეარ ფლეის ჯილდო ხვდა წილად.
პრიმერა დივიზიონის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესოები
საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთლი: კარლოს ბაკა (“სევილია”)
საუკეთესო მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”)
საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი (“რეალი”)
საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი (“ლევანტე”)
საუკეთესო გოლის ავტორი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთლი: იასინ ბრაიმი (“გრანადა”)
საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
სეზონის აღმოჩენა: რაფინია (“სელტა”)
ფეარ ფლეი: “სოსიედადი”
ფეარ ფლეი: ივან რაკიტიჩი (“სევილია”)
აღსანიშნავია, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგის წარმომადგენლებმა ქვეყნის ჩემპიონის, მადრიდის “ატლეტიკოს” მიღწევა აშკარად დააკნინეს. “როხიბლანკოს” მხოლოდ ერთი პრიზი (საუკეთესო მწვრთნელი) შეხვდა. ჯილდოს გარეშე დარჩა მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუა, რომელმაც 37 შეხვედრაში მხოლოდ 26 გოლი გაუშვა. სამაგიეროდ, პრიზი 37 თამაშში 43 გოლის გამშვებმა კეილორ ნავასმა მიიღო.