ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ესპანეთის თასის 1/16-ფინალში “ბარსელონას” პოტენციური მეტოქეები არიან.
ესპანეთის სამეფო თასზე ლუის ენრიკეს გუნდს ამ გუნდებიდან ერთ-ერთი შეხვდება: “ოსპიტალეტი”, “კადისი”, “უესკა”, “ალკოიანო”, “ოვიედო”, “კორნელია”. ყველა მათგანი სერგუნდა ბ დივიზიონში თამაშობს.
ესპანეთის თასის წილისყრა პარასკევს, 17 ოქტომბერს გაიმართება.