“ბარსელონას” ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა ესპანეთის ნაკრებში სერხიო რამოსის შემცვლელად გამოიძახეს. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში, “ატლეტიკთან” მატჩში, ტრავმა მიიღო.
სერხიო რამოსმა ფეხზე ტკივილები იგრძნო, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ეს უბრალოდ კუნთების გადატვირთვის ბრალია. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანება, უახლოეს დღეებში, მას მოედანზე გასვლის საშუალებას არ მისცემს.
ესპანეთის ნაკრები ევრო 2016 წლის შესარჩევ 2 გასვლით მატჩს გამართავს სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ. შეხვედრები, შესაბამისად, გაიმართება 9 და 12 ოქტომბერს.