მატჩის ანალიზი: “მალაგა” – “ბარსელონა”

მატჩის ანალიზი: “მალაგა” – “ბარსელონა”

“მალაგა” – “ბარსელონა” 0–0

შემადგენლობები:

“მალაგა”: კამენი, რობერტო, სანჩესი, ველინგტონი, ტორესი, კასტილეხო (ხუანმი 77′), კამაჩო, დარდერი, ხუან ანორი (რესიო 85′), დუდა (ალბერტო 67′), ამრაბატი.

“ბარსელონა”: ბრავო, დუგლასი (ადრიანო 73), ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, პედრო (სანდრო 64′), ნეიმარი (მუნირი 64′), მესი.

 

ყვითელი ბარათები:

“მალაგა” – როსალესი (73), ველინგტონი (83).

“ბარსელონა” – დუგლასი (70), პიკე (83).

 

მთავარი მსაჯი – ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი.

 

მატჩის შეფასება “ბარსამანიის” ვერსიით:

მალაგა” – 7.0, რა თქმა უნდა, “ანჩოუსებს” თამამად შეუძლიათ ეს თამაში ჩაიწერონ აქტივში. “მალაგამ” კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მეტოქეს კარის მიმართულებით დარყმის საშუალება არ მისცა და გარკვეულ დროის მონაკვეთებში სჯობდა კიდეც კატალონიურ გიგანტს.

“ბარსელონა” – 5.0, “ბარსამ” იმედები გაგვიცრუა. სახიფათო მომენტების მინიმალური რაოდენობა, უამრავი გაუგებარი შეტევა და არასაჭირო ემოცია. მოკლედ სეზონის პირველი ქულების დაკარგვა.

მატჩის სანახაობა – 4.5, მატჩის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობდა მოედნის ცენტრში მოსაწყენ ბრძოლაში, თუმცა რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ვიხილეთ.

მსაჯის შეფასება – 7.0, არბიტრს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია, რა თქმა უნდა, იყო საკამათო ეპიზოდებიც, მაგრამ მთლიანობაში დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი.

 

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ლუის ენრიკემ მხოლოდ სამი ცვლილება გააკეთა ძირითად შემადგენლობაში და სამივე დაცვაში: ალვესი–მატიე–მასკერანოს ნაცვლად გამოიყვანა პიკე–ბარტრა–დუგლასი. მატჩის საწყის წუთებშივე გამოჩნდა, რომ “ბარსას” არ ელოდა ადვილი გასეირნება. მასპინძლებმა ცნობილი სტრატეგიის გაუმჯობესებული ვარიანტი აირჩიეს კატალონიელთა წინააღმდეგ და კარებთან “ორსართულიანი ავტობუსი” დააყენეს, საიდანაც პერიოდულად ცდილობდნენ გრძელი გადაცემებით კონტრშეტევაზე გადასვლას. უკვე მერვე წუთზე შეიქმნა პირველი სახიფათო მომენტი – ამრაბატმა კონტრშეტევა დაასრულა კარში დარტყმით, მაგრამ ბრავომ იყოჩაღა. პირველი ტაიმის დანარჩენი 40 წუთი კი მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა ტრადიციული სცენარით: “ბარსას” ეჭირა ბურთი და ცდილობდა როგორმე გაერღვია ანდალუსიელების ორეშელონიანი დაცვა, თუმცა ამაოდ, მასპინძლები მჭიდროდ მეურვეობდნენ ინიესტას, რაკიტიჩს, ნეიმარსა და მესის. მეორე ტაიმიც პირველის ლოგიკური გაგრძელება იყო, ერთადერთი რეალური სახიფათო მომენტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიქმნა “ბარსას” კართან, როდესაც ხუანლიმ მახვილი კუთხიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბრავოს მოგერიებული ბურთი მოხვდა ძელს. მატჩის დასრულებამდე, როგორც თქვენ არ გაგიტანიათ გოლი, ისევე ფეხბურთელებსაც არ გამოუჩენიათ თავი და ტაბლოზე უღიმღამო 0–0 დაფიქსირდა.

სტატისტიკა

ფეხბურთელთა შეფასებები:

ბრავო – 7.0, ამ შეხვედრაში მას უფრო მეტი საქმე ქონდა, ვიდრე წინა მატჩებში, მაგრამ მაინც შეძლო კარის მშრალად შენახვა.

ალბა – 8.0, კარგი მატჩი ჩაატარა ხორდიმ. ბევრჯერ და რაც მთავარია, ხარისხიანად ჩაერთო შეტევაში, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი.

პიკე – 7.5, პიკემაც კარგი მატჩი და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

ბარტრა – 7.5, პიკესგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ შეეძლო გოლის გატანა კუთხურიდან, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა.

დუგლასი – 5.0, მის ჯარიმას კინაღამ გოლი მოჰყვა “ბარსას” კარში. ღირებული არაფერი შეუქმნია. იმედი ვიქონიოთ მალე გაივლის ადაპტაციას.

ადრიანო – 6.5, მისი გამოსვლით “ბარსას” მარჯვენა ფლანგი გამოცოცხლოდა, მაგრამ პასების მიცემისას ძალიან არაზუსტი იყო.

ბუსკეტსი – 7.0, სერხიო, როგორც ყოველთვის, შეუმჩნევლად ასრულებდა შავ სამუშაოს.

რაკიტიჩი – 5.5, “მალაგას” მცველებმა “შეჭამეს” და ვერ შეძლო თავისი ნიჭის გამოვლენა.

ინიესტა – 5.5, იხილეთ რაკიტიჩის შეფასება.

მესი – 5.5, იხილეთ რაკიტიჩის შეფასება.

ნეიმარი – 5.5, იხილეთ რაკიტიჩის შეფასება.

პედრო – 5.5, ცდილობდა პედრო სახიფათო მომენტების შექმნას, მაგრამ ერთადერთი “სახიფათო” რაც გამოუვიდა ეს იყო საჯარიმოში საკუთარ ფინტზე წაქცევა, რომელსაც საბედნიეროდ მძიმე შედეგები არ მოჰყვა.

მუნირი – 5.0, საერთოდ გაუგებარი იყო სად იმყოფებოდა მისთვის მინიჭებული ნახევარი საათის განმავლობაში.

სანდრო – 5.0, იხილეთ მუნირის შეფასება.

ლუის ენრიკე – 5.0, იდეაში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები გამოიყვანა მოედანზე, მაგრამ არცერთმა არ გაამართლა. დუგლასი უფრო ადრე, ხოლო ნეიმარი საერთოდ არ იყო შესაცვლელი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია