workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ”მალიორკასთან” მატჩს გამოტოვებს

ჩავი ”მალიორკასთან” მატჩს გამოტოვებს

ესპანური ”ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი გამოტოვებს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩს. მეექვსე ტურში კატალონიელები ”ნოუ კამპზე” ”მალიორკას” მასპინძლობენ. ჩავიმ გამოტოვა ”ბარსელონას” დღევანდელი ვარჯიში. ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. ტრავმის გამო ”ბარსას” ”დირიჟორი” არ გამოიძახეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ესპანეთი ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე 8 და 12 ოქტომბერს ლიტვისა და შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება.

რვა თამაში
ჩავიმ ამ სეზონში ”ბარსელონას” შემადგენლობაში რვა მატჩი გამართა. 7 თამაში მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ერთხელ ის შეცვლაზე შომოვიდა. ასევე გამოტოვა ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა ”სევილიას” წინააღმდეგ. რვა თამაშში ჩავიმ ერთი გოლიც გაიტანა. მან გოლი ”სან მამესზე” ბილბაოს ”ატლეტიკს” გაუტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში