ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩის რიცხვი და დრო ცნობილია. “ატლეტიკ ბილბაო” “კამპ ნოუს” შაბათს, 13 სექტემბერს ესტუმრება. მატჩი გაიმართება 18:00 საათზე. შემდეგ სამშაბათს ან ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლუის ენრიკეს დებიუტი შედგება.
პირველი ორი მატჩი
“ბარსელონა” სეზონს “ელჩესთან” საშინაო მატჩით დაიწყებს (კვირა, 24 აგვისტო, 23:00 საათი). შემდეგ გუნდი ვილიარეალში გაემგზავრება, სადაც “ელ მადრიგალზე” გამართავს მატჩს (კვირა, 31 აგვისტო, 21:00 საათი).