მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გააკეთა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად იყო ალბათობა, რომ გერმანელი მცველი, ჟერომ ბოატენგი კატალონიის “ბარსელონაში” გადასულიყო.
“ბოატენგი “ბარსელონაში” გადავა? რა სისულელეა?!” – ამბობს, რუმენიგე.
შეგახსენებთ, რომ ჟერომ ბოატენგს “ბაიერნი” 39 მილიონ ევროდ აფასებს.