workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “სანჩესს “ბარსელონაში” უჭირდა. მესის ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა”

ვენგერი: “სანჩესს “ბარსელონაში” უჭირდა. მესის ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა გუნდის ახალწვეულის, ალექსის სანჩესის ტრანსფერზე ისაუბრა, რომელმაც ინგლისში წასვლამდე “ბარსელონა” დატოვა. იტყობინება, ბრიტანული პრესა.

“პირველად ალექსის სანჩესით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, როდესაც ის “უდინეზეში” გამოდიოდა. შემდგომ ყურადღებით ვაკვირდებოდი მის “ბარსელონაში” გადასვლას.” – ამბობს, ფრანგი.

“ის შესანიშნავი გამტანია, რომლის დემონსტრირებაც უკვე მოახდინა იტალიაში. მისი გამოსვლები უბრალოდ შთამბეჭდავი იყო. “ბარსელონაში” მას უჭირდა. ახლა უკვე იგივე ემართება ნეიმარსაც, მესის ფაქტორი თავის როლს თამაშობს.”

“მე ძალიან მომწონს, რომ ალექსის სანჩესს შეუძლია ითამაშოს, მარჯვნივაც, მარცხნივაც და თავდასხმის ცენტრშიც. მისი სისწრაფის მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ ის ჩვენ ბევრ ვარიანტს მოგვცემს შეტევაში.” – განაცხადა, ვენგერმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward