workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს პედრო როდრიგესის დაბადების დღეა!

დღეს პედრო როდრიგესის დაბადების დღეა!

დღეს პედრო როდრიგესის დაბადების დღეა! ის 27 წლის გახდა. პედრო “ბარსელონაში” 2006 წელს მოვიდა. 2007/08 წლების სეზონი გაატარა “ბარსა ბ-ში”, სადაც მისი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყო. გასულ სეზონში როდრიგესმა 59 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

“ბარსელონას” შვიდიანის მწვრთნელი ასევე იყო ლუის ენრიკე, რომელიც პედროს სარეზერვო გუნდში 2008/09 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა. იმ სეზონში როდრიგესმა 14 მატჩი ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში, ხოლო “ბარსა ბ-ში”  – 27.

პედრომ “ბლაუგრანასთან” ერთად 16 ტიტული მოიგო: 2 ჩემპიონთა ლიგა (2009, 2011), 4 ესპანეთის ჩემპიონატი (2009, 2010, 2011, 2013), 2 სამეფო თასი (2009, 2012), 2 ევროპის სუპერთასი (2009, 2011), 4 ესპანეთის სუპერთასი (2010, 2011, 2012, 2014) და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2009, 2011).

გილოცავთ, პედრო!!!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward