workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ როდრიგო კაიოთი ინტერესდება

„ბარსელონა“ როდრიგო კაიოთი ინტერესდება

“ბარსელონა” აგრძელებს ცენტრალური მცველის ძიებას ახალი სეზონისთვის. ამასთან დაკავშირებით, “ლურჯ-ბროწეულისფერების” სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება “სან პაულუს” მცველზე, როდრიგო კაიოზე გაამახვილა, იტყობინება Sport კატალონიურ პრესაზე დაყრდნობით.

ალბერტ ვალენტინი, რომელიც კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას თანაშემწეა, ბრაზილიაში გაემგზავრა, რათა ფეხბურთელის საქმეს გაეცნოს. კაიო დაცვის ცენტრში თამაშობს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მას ჩამშლელ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” დაინტერესებული იყო “ვალენსიას” მცველის, ჟერემი მატიეს მომსახურებით, მაგრამ კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward