workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ ნიჭიერი ლუის გარსიასთვის იბრძვის

„ბარსელონა“ ნიჭიერი ლუის გარსიასთვის იბრძვის

ლუის გარსია შეიძლება მხოლოდ 15 წლის მოზარდია, მაგრამ მისით უკვე ინტერესდებიან ევროპის უდიდესი კლუბები, მათ შორის “ბარსელონაც.”

კანარის კუნძულელებს დიდი ისტორია აქვთ ნიჭიერი ფეხბურთელების წარმოებით მსოფლიოში. მათი მომავალი იმედი ლუის გარსიაა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, ამჟამად, “ურაკანში” თამაშობს. გარსიას სტილს ხშირად ადარებენ მისი თანამემამულის, დავიდ სილვას სტილს, რომელიც პრემიერ-ლიგაში, “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში გამოდის.

უდავოდ, ლუის გარსია უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდაა მთელს ევროპაში. მას შეუძლია “ბარსას”, მადრიდის “რეალის”, “იუვენტუსის”, მილანის “ინტერის” ან სხვა კლუბების იმედი ჰქონდეს, სადაც პროგრესის საშუალება მიეცემა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, გავიგებთ, თუ სად გადავა ლუისი.

ამასობაში, თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ნიჭიერი ახალგაზრდა ვიდეოს მეშვეობით:

[media=http://www.youtube.com/watch?v=kYgXDV-XG54]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward