“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ტიერი ანრი, რომელიც ახლა “ნიუ-იორკ რედ ბულზში” თამაშობს, აცხადებს, რომ ლუის სუარესი შესანიშნავი შენაძენია კატალონიური გრანდისთვის. ანრი ურუგვაელს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევს.
“თუ ჩვენ ვსაუბრობთ ცენტრალურ თავდამსხმელებზე და არა ფეხბურთელებზე, რომლებიც ნებისმიერი წერტილიდან იტანენ, მაშინ ლუის სუარესი – საუკეთესო მსოფლიოში. მას აქვს ყველაფერი. მან იცის როგორ გაიტანოს გოლი. ეს ნათლად გამოჩნდა ინგლისთან მატჩში, მსოფლიო ჩემპიონატზე: მას ორი მომენტი მიეცა და მან ორი გოლი გაიტანა.” – განაცხადა ანრიმ.
ანრიმ ასევე ისაუბრა ლეო მესიზე, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუზე ერთი თავით ზევით აყენებს:
“მე პატივს ვცემ პორტუგალიელს, მაგრამ მესის ნიჭი მეტად ბუნებრივია, ვიდრე კრიშტიანუსი, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა იმისათვის, რომ ამ დონემდე მიეღწია. ლეოს აქვს რაღაც დამატები, რაც მის გარდა სხვა არავის აქვს.”