“აიაქსის” მცველი დეილი ბლინდი აცხადებს, რომ მისი მოგზაურობა ბარსელონაში დაკავშირებული არაა კატალონიურ გუნდში შესაძლო გადასვლასთან.
“ჭორები “ბარსელონაში” გადასვლაზე? აქ, ბარსელონაში, მე ვისვენებ. ჩამოვედი, რათა დავისვენო და კარგი დრო გავატარო.” – აცხადებს ბლინდი.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური გრანდი, ჰოლანდიელის ტრანსფერში, “მანჩესტერ იუნაიტედს” კონკურენციას უწევს და მის სანაცვლოდ 22 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.


