როგორც ჩანს, 30 წლის მცველი ჟერემი მატიე “ბარსელონაში” გააგრძელებს თავის კარიერას. ფრანგი იყო “ვალენსიას” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამშაბათს არ ითამაშა ამხანაგურ მატჩში “ბაიროითის” წინააღმდეგ. ტრავმაზე არ ვრცელდება არანაირი ინფორმაცია.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ვალენსიას” მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო პირდაპირი იყო:
“ის, რაც ჟერემის გარშემო ხდება, არ არის საიდუმლო. ვიცით, რომ მატიეს დიდ კლუბში წასვლა სურს, კლუბში, რომელიც მზად არის გადაიხადოს გამოსასყიდი თანხა, 20 მილიონი. უნდა მოვემზადოთ და სხვა მოთამაშეები უნდა მოვძებნოთ. ჩვენი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება.”
გასულ სეზონში ჟერემი მატიემ ძალიან კარგად იასპარეზა და ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა. ფრანგი არის მაღალი, ძლიერი და სწრაფი. ის ფიზიკურ სიძლიერესა და გამოცდილებას მოუტანს “ბარსელონას” დასუსტებულ უკანა ხაზს. ასევე მოსალოდნელია მეორე ცენტრალური მცველის შეძენა.