კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მეკარე, ოიერ ოლაზაბალი შესაძლოა ესპანურ “გრანადაში” გადავიდეს. იტყობინება, Insidespanishfootball.
“გრანადას” აქამდე მადრიდის “რეალის” მესამე მეკარის – ხესუს ფერნანდესის შეძენა სურდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. ოიერმა “ბარსელონას” რიგებში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა 2008/2009 სეზონში, როდესაც კლუბი “მალიორკასთან” დამარცხდა (1:2).
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი გამოცდილმა, ვიქტორ ვალდესმა დატოვა, “ბარსელონამ” ორი მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და კლაუდიო ბრავო დაიმატა.