workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: „ბრავო ლა ლიგას კარგად იცნობს“

სუბისარეტა: „ბრავო ლა ლიგას კარგად იცნობს“

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, კლაუდიო ბრავოს პრეზენტაციის დროს, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

“ლუის ენრიკემ მითხრა: “მეკარეებთან დაკავშირებით მეკარეების მწვრთნელს, უნსუეს მიმართე. ამ საკითხზე მე არაფერი ვიცი.”

იმედი გვაქვს, ვიქტორ ვალდესი თავის პრობლემას მოაგვარებს. მას შეუძლია, როცა დასჭირდება, ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს.

ალექსისის წასვლასთან დაკავშირებული ჭორები? თუ რამე მოხდება, ამის შესახებ გეტყვით. ამ ეტაპზე გუნდში 2 ჩილელი ფეხბურთელი გვყავს.

ლუის სუარესი? იგივეს გიპასუხებთ. თუ რამე სათქმელი გვექნება, განცხადებას გავაკეთებთ.

არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე მეკარეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. ერთი ადგილისთვის 3 მეკარე იბრძოლებს, ხოლო გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს.

ჭორები მატიესთან დაკავშირებით? არასდროს მითქვამს, რომ მისით დაინტერესებულნი ვართ. ტრანსფერებს პრივატულად ვახორციელებთ. თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ.

არაერთ მეკარეს ვაკვირდებოდით. ბოლოს, არჩევანი 4-5 ფეხბურთელს შორის გავაკეთეთ.

ჩვენი ექიმი ბრაზილიაში ჩავა და ნეიმარს მოინახულებს.

ტერ შტეგენმა თავიდანვე იცოდა, რომ კიდევ ერთ მეკარეს შევიძენდით. ყველა ფეხბურთელმა, რომელიც ჩვენთან გადმოდის, იცის, რომ კონკურენტი ეყოლება.

ბრავო ლა ლიგას კარგად იცნობს, ტერ შტეგენი ახალგაზრდაა, ხოლო მასიპი ლუის ენრიკეს იცნობს. წინ ჯანსაღი კონკურენცია გველის.

ჩვენს კლუბს ფეხბურთი უყვარს. რაკიტიჩმა თქვა, რომ მას პრესკონფერენციაზე ფეხბურთზე აქამდე ამდენი არასდროს უსაუბრია.

კუენკა “დეპორტივოში”? სიახლე არაფერია. ამჟამად ის კვლავ “ბარსას” ფეხბურთელია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward