workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრავო ბარსელონაში მეუღლესთან ერთად ჩავიდა

ბრავო ბარსელონაში მეუღლესთან ერთად ჩავიდა

ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო ბარსელონაში მეუღლესთან, კარლა პარდოსთან ერთად ჩავიდა. პირველ დღეს, ბრავომ კლუბის ოფისთან ფოტოსესია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, კლაუდიო სამედიცნო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტზე ხელს მოაწერს, “კამპ ნოუზე” გულშემატკივრების წინაშე წარდგება და პრესკოფნერენციას გამართავს.

ჩილეს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, Barca TV-ის განუცხადა: “მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შემდეგ “ბარსაში” გადასვლა საოცარი გრძნობაა და ეს ძალიან მახარებს.

“რეალ სისიედადთან” შესანიშნავი მოგონებები მაგავშირებს. ამ კლუბმა საშუალება მომცა გამოვსულიყავი ევროპაში და “ბარსელონას” კარი გამეღო. ეს ჯილდოა მთელი თავდაუზოგავი სამუშაოსთვის.

ძალიან მსურს ხელი შევუწყო და დავეხმარო გუნდს. მე ვარ ძალიან ამბიციური და იმედი მაქვს, ჩემს სამუშაოს შესანიშნავად შევასრულებ.

ძალიან მოტივირებული ვარ ვიქტორ ვალდესისა და ხოსე მანუელ პინტოს ჩანაცვლებით, რომლებიც კლუბის ლეგენდები არიან.

ტერ შტეგენთან და მასიპთან კონკურენცია კარგი იქნება გუნდისთვის, რადგან მწვრთნელი ყოველთვის საუკეთესოს აირჩევს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward