წინასასეზონო მზადების დროს, რამდენიმე დღეს, “ბარსელონა” ინგლისში, “სენტ ჯორჯის” საწვრთნელ ბაზაზე გაატარებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს ვრცელდებოდა, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა.
“სენტ ჯორჯის” საწვრთნელი ბაზა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ეკუთვნის და მასზე ინგლისის ნაკრები იკრიბება ხოლმე. “ბარსელონა” ამ ბაზაზე 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე მოემზადება, რის შემდეგაც კატალონიელები ნიცაში გაემგზავრებიან და ამხანაგურ მატჩს გამართავენ.