10-დან 10 ბარსელონელი მუნდიალის ნახევარფინალში

10-დან 10 ბარსელონელი მუნდიალის ნახევარფინალში

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია.

1/4-ფინალში ოთხივე ფავორიტმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ 1/2-ფინალში მსოფლიო ფეხბურთის ოთხ გრანდს ვიხილავთ.

საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ 1/2-ფინალის საგზურები ინგლისმა და არგენტინამაც მოიპოვეს.

ენტონი გორდონის ინგლისმა ნორვეგია დამატებითი ტაიმების დახმარებით 2-1 დაამარცხა. “ბარსელონას” ინგლისელმა ახალწვეულმა პირველი 71 წუთი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მეოთხედფინალი ყველა იმ ნაკრებმა დასძლია, რომელშიც “ბარსელონას” ფეხბურთელი ირიცხება – ენტონი გორდონი ინგლისში; ჟიულ კუნდე საფრანგეთში; ჟოან გარსია, ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, პედრი, გავი, დანი ოლმო, ლამინ იამალი და ფერან ტორესი ესპანეთში.

1/2-ფინალში “ბარსელონა” 10 მოთამაშით იქნება წარმოდგენილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. არცერთ სხვა კლუბს ამ ეტაპზე ამდენი ფეხბურთელი არ ჰყავს.

ნახევარფინალები:

  • 14 ივლისი, 23:00, საფრანგეთი – ესპანეთი
  • 15 ივლისი, 23:00, ინგლისი – არგენტინა

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (14)

დატოვე კომენტარი

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    12 ივლ 2026, 17:41

    წინა მსოფლიოც კი სულ წვალებ წვალებით მოიგეს მარა ბურთი ეჭირათ უფრო. ფლანგზე დეპოლის მაგივრათ სიმეონე მაინც დააყენოს ცოტა გააცოცხლებს თამაშს.
    ——————————————————————————————————————–

    წინა მსოფლიოზე ანგარიშებიდან გამომდინარე წვალებით, ანუ ვერ ინარჩუნებდნენ და უთანაბრებდნენ აგნარიშს, თორე თამაშით ყველას აღემატებოდა, რაღაც მომენტუმებს თუ არ ჩავთვლით (რაც ნორმალურია) მთლიანობაში.
    მარა ამ მსოფლიოზე ძალიან თმობენ სათამაშო უპირატესობას, სათამაშო სტრატეგია აქვთ ასეთი და მერე ზედმეტად დათმობაში გადასდით თუ მეტის თავი არ აქვთ, ეგ არ ვიცი. მარა ალბათ უფრო სტრატეგია მგონია (რომელიც მთლად კარგად არ მუშაობს, ასე ჩანს) იმიტო რო კაბო ვერდესთან რაღა გაუჭირდებოდა ისეთი რო რაღაც მომენტებში ამხელა უპირატესობა არ ქონოდათ, ან თუნდაც ეგვიპტესთან.
    მე უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, თუ მაინც ასე უთმობ მეტოქეს ბურთს, ყველა ცენტრის მოთამაშე რაღატო ყავს მოედანზე?

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      12 ივლ 2026, 18:01

      ჩემი აზრით სწრაფი ვინგერი ჭირდებათ და სიმეონე კარგი ვარიანტია. ან რისთვის წაიყვანა 1 წუთი არ უთამაშებია. პაციც უნდა გამოიყენოს

      • GiorgiM4
        GiorgiM4 ახალბედა
        12 ივლ 2026, 18:20

        პაცი და მესის ერთად არ ათამაშებს, დიბალა მესის თემა მგონია.
        აი ამ მუნდიალის მერე მესი უნდა წავიდეს და პაცს დაეკისროს დიდი როლი. ჩვენ კი გვინდა მესიმ კიდე ითამაშოს ნაკრებში, მარა რაც მალე ისწავლიან მესის გარეშე თამაშს მათთვის უკეთესია.
        ერთი გემრიელი გაცილება ნაკრებიდან და ეგაა, მიუჯდეს მერე სიმეონეს ან ძანეტის და ერთად უყურონ ტრიბუნიდან

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    12 ივლ 2026, 17:15

    არგენტინაზე:

    ჩემი აზრით ინგლისს ვერ გაცდებიან, მაგრამ ფინალში თუ მაინც გავიდნენ იმენა თავს შეაკლავენ და არ წააგებენ.
    ახლა ტურნირის დასკვნით ეტაპზე გამოცდილებისა და ენერგიების ქონა ყველაზე მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი ტალანტზე და იღბალზეა.

    მე მომეჩვენა რომ დღეს ეს არგენტინა არცერთ ასპექტში საკუთარი თავი არ ყოფილა. დიდწილად ყველაფერი რაც მათი მხრიდან ვნახეთ სერიოზული გადაღლილობის შედეგია და სკალონია დეგენერატი რომ ასეთი კარგი სათადარიგო ჰყავს და არ იყენებს.
    ჩემი აზრით არც ინგლისს ჰქონდა მოსაგები ნორვეგიასთან. ნორვეგია გაცილებით სტრუქტურირებული, დალაგებული, შემტევი და დაცვითი გუნდი ჩანდა, ინგლისი კი არგენტინასავით მარტივად დაიღალა და უბრალოდ სასწაულებრივად მოიგეს.
    ზოგადად ინგლისისა და არგენტინის განვლილი გზა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თითქმის ერთი დონის მეტოქეებს შეხვდნენ და რადგანაც აქეთ მესი თამაშობს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი არგენტინას დაეჯვა “მარტივი გზის” გავლაზე.. არადა იქეთ მხარეს არც საფრანგეთს შეხვედრია წესიერი მეტოქე, რომელსაც ელემენტარული შეტევის სქილები მაინც ექნებოდა. ეს ესპანეთიც სახელებით თუ ავიღებთ ამათ შორის ყველაზე რთულ ბადეში იყო და ტიპებს მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული და ისე არიან მისულები ნახევრფინალამდე რომ გეგონება ენერგია არც კი დაუხარჯავთ მაშინ როცა ეს არგენტინა-ინგლისი უკვე ძალიან გამოფიტულები არიან.
    ერთი სიტყვით შეიძლება არგენტინა მოგების ღირსი არ იყოს, შეიძლება ყველაზე სუსტად გვეჩვენებოდეს, შეიძლება ყველაფერზე მოედავო, მაგრამ ამ რაღაცეებზე მარტო არგენტინაზე ჩაჭერაა ორმაგი სტანდარტები, მაშინ როცა სხვა ნაკრებებიც ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ.

    ამ მსოფლიოს ბევრი არასაფეხბურთო გულშემატკივარი უყურებს და დღევანდელი სოცმედია ბრბოს საითაც გადახრის, იქეთკენ იქმნება რაღაც ნარატივები თუ ჰაიპი.
    ჩემი აზრით არასწორია ნაკრებების სიძლიერე მათი სახელებიდან გამომდინარე რომ განსაზღვრო, არასწორია ნაკრები ფლეიოფში მეორე ნაკრებს ეთამაშებოდეს და იძახდე ვა რა მარტივიაო.
    ფეხბურთი იმიტომ გვიყვარს რომ ნებისმიერ პატარა გუნდს შეუძლია ადგეს და გრანდს მოუგოს. აი ეს არგენტინა ვისაც შეხვდა, არავინ ტოლი არ დაუდო, იმენა გამეტებით და ბოლო ძალებით თამაშობდნენ, კაპო ვერდე იქნებოდა თუ ეგვიპტე, ეს შვეიცარია კი ნაღდად არაა პატარა გუნდი, უკვე არც საშუალო ეთქმით რადგან დიდი ხანია ეტაპობრივად ვითარდებიან და ყოველთვის სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ გრანდებს. მე მაგალითად ვფიქრობდი რომ კოლუმბია გავიდოდა და გამოაგდებდა ამ არგენტინას, მაგრამ ფაქტია ეგ კოლუმბია გამოაგდო ამ შვეიცარიამ, ის კოლუმბია რომელიც ვაბშე არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, კოპას ფინალი ითამაშეს, პორტუგალიას ბურთი თავზე გადაახიეს, ზოგადად მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ და როგორც კი გამოვარდნენ რატომღაც ყველამ მიივიწყა. ისიც უკვე მივიწყებულია რომ ამ შვეიცარიამ გამოაგდო და იმასაც არ უსწორებენ თვალს რომ ეს შვეიცარია სტრუქტურული გამართულობით ესპანეთს ძალიან ჰგავს.
    ნუ რავი მე რასაც ამ მსოფლიოზე ვუყურებ, არგენტინას რაღაცა მაჩანჩალა და მარტივ გუნდთან არ უთამაშია, სახელებით ბაზარი არაა არ ჟღერს, მაგრამ თამაშით რომ შევხედოთ, არგენტინამდე ვის ეთამაშნენ ეგ გუნდები, როგორ ითამაშეს და მერე არგენტინას როგორც დაუდგნენ, აი საერთოდ არ ეთქმის მარტივი ბადე და არც მარტივი ყოფილა ამ გუნდებთან თამაში.
    არადა ისიც ფაქტია რომ ეს არგენტინა თავისი სრულ პოტენციალით ვერ თამაშობს, რადგან სკალონი არ იყენებს სწორად ამ შემადგენლობას.
    ცენტრიდან თამაში უნდა და მისი ცენტრი ხშირ შემთხვევაში ბურთს თმობს. ფლანგებს საერთოდ არ იყენებს და მეტოქეები ძალიან მარტივად სტრუქტურდებიან არგენტინის წინააღმდეგ, რადგან იციან რომ თუ ცენტრი დაიჭირეს და 10 კაცით კარგად დადგნენ, არგენტინისგან საფრთხე მხოლოდ მესის მაგიას მოაქვს და დალშე მთლიანი გუნდი განეიტრალებულია, მესიმ კი როდემდე უნდა იყოჩაღოს?! დღეს მაგალითად ძალიან ცუდი იყო გადაღლილობის ფონზე, ეგვიპტესთან 75-ე წუთამდე კარიერაში ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, ხოდა აი ესეთ დროს პირველ რიგში სკალონიმ უნდა მოკიდოს თავის ფეხბურთელებს ხელი და უნდა გადააწყოს სისტემა. აი რამდენჯერაც ფლანგები შემოყარა, ან მესი გადაწია ფლანგზე და გაშალა სისტემა, იმდენჯერ მომენტი შეიქმნა, აი ამისი დანახვა ასეთი რთულია? არამგონია, უბრალოდ ძალიან ჯიუტია და ეს სიჯიუტე დაღუპავს ზუსტად. ჩემამდე არ დადის რატომ უნდა ათამაშებდე ქანცგამოცლილ გადაბერებულ შემადგენლობას მაშინ როცა სკამზე გყავს ისეთი ფეხბურთელები როგორებიც პასი, ლოჩელსო, სიმეონე, ბარკო და სხვები არიან. აი რეაქტიული ტიპები ხო არიან, პრესინგზე ხო მოგეშველებიან, შეტევას ხო გაშლიან და შენ კიდე ამ ბებრებსაც დაასვენებ მომდევნო თამაშისთვის. მანდ ისიცაა რომ გამოფიტვა მხოლოდ ფიზიკურად არ ხდება, პლუს ამას იქ ძალიან ცხელა და პირველ რიგში ეს ფეხბურთელების ტვინებს ურტყამს, როცა სხეული აღარ გემორჩილება და მაგრად ცხელა, ძალიან მარტივია რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, ვერ იაზროვნო, სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღო და გუნდი დააღალატო, აი ამას ვხედავდი არგენტინისგან მთელი თამაში გარდა დამატებული დროის მეორე ტაიმისა როცა საკუთარ თავებში ეს ტვინის პატარა ნატამალი იპოვეს და ცოტა ათამაშდნენ, ამ ცოტამ კი 2 გოლი დადო.. ახლა წარმოიდგინეთ ესენი საკუთარი თავების 50%ს რომ იყენებდნენ რა იქნებოდა.. მაგრამ ვერ იყენებენ რადგან სკალონი არასწორად ათამაშებს ცუდ ტაქტიკაში და ყველა მესიზეა მიჯაჭვული ყოველი პასის დროს რომ იქნებ ბურთი მასთან მივიდეს რომ მერე ამან რამე ქნას, არადა ეგ ჩემისები 100+ მილიონიანი ფეხბურთელები არიან, ტვინები არ აკლიათ, თავიანთ კლუბებში ძალიან დიდი როლები აქვთ და სიტუაციას სწორედ ეგენი მართავენ: ენცო, ლაუტარო, მაკალისტერი, ალვარესი.. აი ხო შეიძლება რომ უბრალოდ სწორად ითამაშონ და არა მესისთვის?! აგერ ალვარესმა დაიკიდა უაზრო ბურთის გორიალი, ერთი შეტეხა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მესამე გოლზე კი მაინც ამ მესის ფაქტორმა გადაწონა და წაუ*ლევა ალმადამ 1-1ზე ისევ ამას რომ უკეთებდა პასს თუმცა ბედად მაინც გაიტანა ლაუტარომ..
    პირველ ტაიმშიც მახსოვს 1 ეპიზოდში 3-3ზე რომ გარბოდნენ, მესიმ მაგარი პასი გაუძვრინა წინ მაკალისტერს, ამას 2 კაცი ეხსნებოდა შეაყოლებდა და გოლი იყო, ამან კი დაუფიქრებლად როგორც კი ბურთი მიიღო ქუსლით მესის ზონაში დატოვება გადაწყვიტა და ბურთი უაზროდ დაიკარგა. აი მეორე ტაიმში მოლინამ რომ იღორა და ალავრესს რომ პასი არ გაუკეთა, მანდაც მესი რომ მდგარიყო ალვარესის ნაცვლად, ვინ გაბედავდა.. არადა მართლა გასაკეთებელი იყო და 2-0 ხდებოდა, ძალიან კომფორტულად მოიგებდა არგენტინა და ინგლისს ძალების დაზოგვით შეხვდებოდა, მაგრამ ამათმა ხო უნდა იტანჯონ და ჩვენც გვტანჯონ..
    ერთი სიტყვით, ამ გუნდს იმაზე გაცილებით დიდი პოტენციალი ჰქონდა ვიდრე ამ მსოფლიოზე აჩვენეს და ეს დიდწილად სკალონისა და მესის ბრალეულობაა. მესი რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს და მისი ფანატიკოსი ვიყო, ის ამბავი რომ მხოლოდ მესია არგენტინა, სწორედაც რომ სკალონისა და მისი რეპუტაციის ბრალეულობაა. ბოლო წლებში ეგ არგენტინა მესის ტრავმიანობის გამო სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა და უფრო და უფრო ვითარდებოდა, არ დამავიწყდება წინა წელს ბრაზილია როგორ ამოტენეს 4-1 ხოლო მაშინ როცა მესი ყოველ ჯერზე ამ გუნდში ბრუნდება, არგენტინა ძალიან მძიმე და ტანჯულა გუნდი იჩითება მაშინ როცა მის გარეშე უფრო გუნდურები, სტრუქტურირებულები და რეაქტიულები არიან. არ ვიძახი რომ მესის არ უნდა ეთამაშა, ან არ უნდა ათამაშონ, მაგრამ საერთო ჯამში სკალონის ბრალეულობაა ეგ რომ გუნდში ვერ გაწმინდა ეს მესის მენტალიტეტი: ვერ დააჯერა ფეხბურთელებს რომ მესის გარეშე ისინიც რაღაცას წარმოდგენენ, რომ მესი მათი გუნდელია და არა ღმერთი, რომ გუნდისთვის უნდა ითამაშონ და არა 1 კაცისთვის, შედეგად კი მივიღეთ ის რომ ეს 1 კაცი ბრწყინავს, სხვები კი უყ*ევესები არიან.
    რავიცი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თუკი სადმე რამე ძალა შერჩენიათ ამ მსოფლიოზე ერთხელ მაინც წესიერად გამოვლენ და საკუთარ თამაშს ითამაშებენ, უკვე რახანია ყოველ მომდევნო თამაშში მაგას ვწურავ, მაგრამ საშველი არ ჩანს, რადგან მენტალიტეტია ეგ ყველაფერი, სანამ მესია მაგ გუნდში, იქამდე ეგ იქნება მთავარი კაცი და სხვები დაქვემდებარებულები, ხოლო დაქვემდებარებულობასაც თავისი მენტალიტეტი ჭირდება და ეგ ბიჭები რეალურად აღარ არიან მაგ სიტიაციაში რაშიც 2022ში იყვნენ, იმ პერიოდში მწიფდებოდა უმეტესობა და მესიზეც სხვა მენტალიტეტით თამაშობდნენ, დღეს კი უკვე ზედიზედ 3 სერიოზული ჩემპიონატი რომ აქვთ მოგებული, ხოლო ინდივიდუალურად თავიანთ კლუბებში სხვანაირი მენტალობა რომ უყალიბდებათ, ამიტომაც ვხედავ საფეხბურთო ასპექტებში ძალიან დიდ განსხვავებას იმ არგენტინასა და ამ არგენტინას შორის.
    რაღაც მომენტში თამაშს უნდა მიენდნონ და გაიხსნენ, თავიანთი თავები უნდა გახდნენ და მერე ვიხილავთ ჭეშმარიტებასაც, მაგრამ ასე თუ არ მოხდა, უბრალოდ თავები უნდა შეაკლან და სიცოცხლე დადონ ამ მუნდიალისთვის რაც ასე ახლოა და რაც საყოველთაო აღიარებას მოუტანთ არამხოლოდ ამ ეპოქაში არამედ ისტორიაში.

  • Moriarti
    Moriarti გულშემატკივარი
    12 ივლ 2026, 13:06

    წინა მსოფლიოც კი სულ წვალებ წვალებით მოიგეს მარა ბურთი ეჭირათ უფრო. ფლანგზე დეპოლის მაგივრათ სიმეონე მაინც დააყენოს ცოტა გააცოცხლებს თამაშს.

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    12 ივლ 2026, 12:10

    ინგლისი გაცდება არგენტინას, ასეთი თამაშით ვერ მოუგებენ. ასევე ფინალშიც არცერთ გუნდთან არ აქვთ შანსი. იგივე გუნდია რაც 2022 ოღონდ 4 წლით ბებერი.

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      12 ივლ 2026, 14:24

      ვერ იტყვი მთლად ეგრე. არგენტინას ეგეთ გუნდებთან უფრო გამოსდით თამაში.
      კიბატონო უსაშინლესი არგენტინაა მაგრამ ინგლისია და შეილება ძალით გაიჩალიჩონ 😂
      ისე ეს არგენტინელები იმენა ყვერება ხალხიაა

      მთელი გულით თამაშობენ

      • Tiki-Taka
        Tiki-Taka ახალბედა
        12 ივლ 2026, 14:26

        ფინალში გასვლას და წაგებას აქვე გამოვარდნენ ჯობია, ინგლისი უფრო არის რამის გამკეთებელი.

        • Frenkie de Jong_
          Frenkie de Jong_ ვეტერანი
          12 ივლ 2026, 16:34

          ესპანეთი არგენტინა ჩემი ოცნების ფინალია

          თან საფრანგეთი- ესპანეთს შორის გასული მგონია გამარჯვებული.

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    12 ივლ 2026, 11:59

    საზიზღრად თამაშობს არგენტინა, ანტიფეხბურთია რასაც ქვია. მესის მეორე მსოფლიო გამისწორდებაა მხოლოდ, გუნდს რაც შეეხება რავი, ამათ როგორ უნდა უქომაგო?

  • Mariami Kh
    Mariami Kh ახალბედა
    12 ივლ 2026, 09:11

    ეჰ ხულიანი… მაინც მგონია არ გამოგვატანს ჯოჯო კატლეტიკო, კარგი იქნებოდა მაგის ბარსაში ხილვა, დაგვხატავდა. დაიწერა რომ მუნდიალის მერე ბარსა 130 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებსო და ეს იქნება საბოლოო თანხაო. არ დაჯერდება კატლეტიკო 130 მილიონს ხო ვიცი

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    12 ივლ 2026, 08:54

    ხულიან ბარსაში ალვარესი-ერთი მომენტი და არგენტინა შემდეგ ეტაპზეა, ფლიკის თაოსნობით მგონია, რო ალვარესი ნომერ პირველი იქნება, ჰარი კეინის შემდეგ..გილოცავთ არგენტინის ქომაგებს..იზრდება და დუღდება ჰეითი ჩვენი გოუთის მიმართ…საცოდაობააა მესის ყურება იმ ერთი კაცის ფანობის გადმოსახედიდან..იმედია ინგლისს გასცდება არგენტინა და ფინალს ნუ მოიგებს მაგაზეც თანახმა ვარ..

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    12 ივლ 2026, 08:38

    რავი ძაან წვალობს არგენტინა რაა. ერთი რაღაც არ მესმის, სკალონი იძახის თავი ბურთის ფლობით უნდა დავიცვათო, და თუ მაინც ამ დოზით უთმობ ბურთს მეტოქეს, მაშინ რაღა აზრი აქვს ამდენი ცენნტრის მოთამაშის დაყენებას? რეალურად ფლანგის მცველებს თუ არ ჩავთვლით ყველა ცენტრის მოთამაშეა :დ
    რავი იმედია იციან რასაც აკეთებენ და ეს მათი მაქსიმუმი არაა. ერთი ის მამშვიდებს რომ ინგლისიც დიდი ვერაფერს თამაშობს, აი ფინალში კი თუ გააღწიეს, ბევრად მეტი დასჭირდებად მოსაგებად

  • jack slater
    jack slater ლეგენდა
    12 ივლ 2026, 08:31

    ძაან მძიმედ თამაშობს არგენტინა.
    ალვარესმა ისე მაგარი თხარა.