workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: “არ ვიცი, როგორ გააგრძელა ნეიმარმა თამაში”

სკოლარი: “არ ვიცი, როგორ გააგრძელა ნეიმარმა თამაში”

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში, ბრაზილიასა და ჩილეს შორის გამართულ შეხვედრაში, ნეიმარმა ტრავმა მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავმა ჩვეულად ვერ ითამაშა.

თამაშის შემდეგ ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “არანგისთან შეჯახების შემდეგ, ნეიმარმა მთელი მატჩი გასიებული ფეხით ითამაშა. ცოტათი ვღელავთ.

არ ვიცი, როგორ მონახა ნეიმარმა საკუთარ თავში იმის ძალა, რომ თამაში გაეგრძელებინა, რადგან მისი ფეხი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მახსოვს, 2006 წელს, კრიშტიანუ რონალდუმ უფრო მსუბუქი ტრავმა მიიღო, მაგრამ მან თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

მოგვიანებით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ნეიმარი კოლუმბიასთან. მას უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში დავაკვირდებით.” – აცხადებს სკოლარი, რომელიც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას წვრთნიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward